Posts

Showing posts from May, 2024
სასკოლო კვირეული „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აცხადებს სასკოლო კვირეულს, სახელწოდებით  „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ . ამასთან დაკავშირებით, სსიპ ქ. რუსთავის N 12 საჯარო სკოლაში 2024 წლის 20-24 მაისს ჩატარდა კვირეული, რომლის ფარგლებში შედგა მოსწავლეთა მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობები. სასკოლო კვირეულის მიზანია აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა აფხაზეთის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, აფხაზეთის კულტურის, ტრადიციების, ლიტერატურის, ხელოვნებისა და სხვა დარგების მიმართულებები. კვირეული შესრულდა პროექტის სხვადასხვა ტიპების სახით - როგორც მატერიალურად, ასევე, ელექტრონულად.  მოცემულ ბლოგზე აისახა პროექტის შედეგები.